2012-04-10

“იაპონური გაზაფხული“

10 აპრილს, 11.00 საათზე ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის იაპონისტიკის მიმართულება აწყობს ღონისძიებას “იაპონური გაზაფხული“.
ღონისძიების ფარგლებში ჩატარდება სტუდენტთა კონფერენცია, მოეწყობა იაპონური კულტურის ნიმუშების გამოფენა, რომელსაც დაესწრება იაპონიის ელჩი საქართველოში ბ-ნი მისაიოში კამოჰარა. ღონისძიება საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების მე-20 წლისთავს ეძღვნება.

მის.: თსუ V კორპუსი, “იაპონური ენისა და კულტურის ცენტრი“. « იხ. ყველა ანონსი