2012-05-18
ბათუმის II საერთაშორისო სიმპოზიუმი ლექსიკოგრაფიაში
18 მაისს 11.00 საათზე შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება ბათუმის მეორე საერთაშორისო სიმპოზიუმი ლექსიკოგრაფიაში.
სიმპოზიუმზე საჯარო ლექციებს წაიკითხავენ ცნობილი ქართველი და უცხოელი ლექსიკოგრაფები. სიმპოზიუმის მუშაობაში ჩართული არიან საქართველოს თითქმის ყველა უნივერსიტეტისა და სამეცნიერო ცენტრის წარმომადგენლები, ცნობილი მეცნიერები, ლექსიკოგრაფები. სიმპოზიუმში მონაწილეობის მისაღებად ბათუმში ჩამოდიან ცნობილი ლექსიკოგრაფები იტალიიდან, გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, ისრაელიდან, შვედეთიდან, პორტუგალიიდან, ლატვიიდან, ლიტვიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან.
სიმპოზიუმის ორგანიზატორები არიან: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლებისა და მეცნიერებათა ფაკულტეტი; თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიული ცენტრი. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი.
გაიმართება დისკუსია მრგვალ მაგიდასთან თემაზე: ელექტრონული კორპუსები და მათი გამოყენების პერსპექტივები ქართულ ლექსიკოგრაფიაში.
სიმპოზიუმის მუშაობა სამ დღეს გასტანს და 20 მაისს დასრულდება.
მისამართი: ბათუმი, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
« იხ. ყველა ანონსი