2010-10-25

ზაარლანდის უნივერსიტეტის პროფესორების რიტა ბერნარდისა და ინგოლფ ბერნარდის საქმიანი ვიზიტი თსუ-ში

თსუ-ს, 22-25 ოქტომბერს, საქმიანი ვიზიტით ეწვევიან ზაარლანდის უნივერსიტეტის პროფესორები რიტა ბერნარდი და ინგოლფ  ბერნარდი.
პარასკევს, 22 ოქტომბერს, თსუ ბიოლოგების კორპუსში, აუდიტორია №339, 12:00სთ-დან – 13:30სთ-მდე  პროფესორი რიტა ბერნარდი წაიკითხავს ლექციას ”ციტოქრომი P450 და მისი მნიშვნელობა მედიცინასა და ბიოტექნოლოგიაში”, ხოლო შაბათს, 23 ოქტომბერს, 11:00 სთ-დან 13:00 სთ-მდე თსუ, მეორე კორპუსი, მცირე საკონფერენციო დარბაზი (№135) პროფესორი ინგოლფ  ბერნარდი წაიკითხავს ლექციას ”ნანო სტრუქტურები ბიოლოგიურ მემბრანებში და მათი ურთიერთქმედება ბიოლოგიურ უჯრედებთან”. ორშაბათს 25 ოქტომბერს კი - 11:00 სთ-დან 13:00 სთ-მდე თსუ, მეორე კორპუსი, მცირე საკონფერენციო დარბაზი (№135)   ჩატარებული ლექციების საფუძველზე გაიმართება სემინარი.
« იხ. ყველა ანონსი