2018-08-20
მე-8 ქართულ-გერმანული სკოლა და სემინარი ფუნდამენტურ მეცნიერებებში
20 აგვისტოს, 10:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იულიხის კვლევითი ცენტრისა და პარტნიორი უნივერსიტეტების (თსუ, აგრიუნი, ილიაუნი, და სტუ) ერთობლივი, მე-8 ქართულ-გერმანული სკოლა და სემინარი გაიხსნება ფუნდამენტურ მეცნიერებებში. ღონისძიება თსუ 100 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში ჩატარდება და მისი თემატიკა იქნება "მეცნიერება საქართველოში არსებულ მულტიდისციპლინურ SMART |ლაბებში".
„ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის“ (GGSB) ფარგლებში 20-24 აგვისტოს დაგეგმილია თემატური კონფერენცია - „მულტისდისციპლინური SMART |ლაბები საქართველოში“, რომლის დროსაც ფოკუსი გაკეთდება სამ ძირითად კომპონენტზე: ა) სიმეტრიები სუბატომურ ფიზიკაში, რომელიც მიეძღვნება საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ერთ-ერთ ფუნდამენტურ საკითხს: სამყაროში დამზერილ მატერიის დომინირების საკითხს ანტიმატერიაზე; ბ) ატმოსფერული კვლევები და მოდელირება, რომელიც დაკავშირებულია SMART|AtmoSim_Lab-თან და გ) ვიზუალიზაცია მედიცინის სფეროში და ბიომარკერები. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ ამაჩქარებლების, ნაწილაკთა ფიზიკის და ტექნოლოგიების მსოფლიო დონის ექსპერტები, რომლებიც სხვადასხვა საერთაშორისო კოლაბორაციების (JEDI, Borexino, JUNO, PAX) წევრები არიან. შეჯამდება ამ სფეროებში არსებული მიღწევები და მოხდება ორ ქვეყანას შორის მეცნიერების და ტექნოლოგიების სფეროში სამომავლო თანამშრომლობის გზების დასახვა. გარდა ამისა, ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის ჩატარდება თემატური სალექციო კურსები საბუნებისმეტყველო და საიჟინრო მეცნიერებებში, მოეწყობა პოსტერების სესია. ღონისძიების ბოლო დღეს, 24 აგვისტოს, ჩატარდება სტუდენტური სესია, დღის ბოლოს კი შეირჩევა სხვადასხვა მიმართულების (ფიზიკა, მათემატიკა, ქიმია, ბიოლოგია, საინჟინრო ტექნოლოგიები …) საუკეთესო სტუდენტები ინტერნშიფის გასავლელად იულიხის კვლევით ცენტრში.
მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 107-ე აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი