2010-12-09

სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი წარმოგიგდგენთ: მე-2 ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია გენდერის კვლევაში



                       სამეცნიერო კონფერენცია             

        



სამეცნიერო კონფერენცია
მე-2 ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია გენდერის კვლევაში


სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი იწვევს მეცნიერებს, დამოუკიდებელ მკვლევარებს, სტუდენტებს, ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების აქტივისტებს, ქალთა და გენდერის საკითხებზე მომუშავე ხელისუფლების წარმომადგენლებს მონაწილეობის მისაღებად მე-2 ყოველწლიურ სამეცნიერო კონფერენციაში:

ძალადობის აჩრდილი:
როგორ უმკლავდებიან ქალები წინააღმდეგობებს



კონფერენცია ტარდება გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში. კონფერენციის ძირითადი თემა იქნება გენდერული ნიშნით ძალადობის კულტურული, ეთნიკური, კლასობრივი და სოციალური მახასიათებლების სხვადასხვა კონტექსტუალური ასპექტები.

კონფერენციის ჩატარების თარიღი: 8-9 დეკემბერი, 2010 წ.

კონფერენციის ჩატარების ადგილი: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი,
                                                                                  თსუ-ს II კორპუსი, თბილისი

კონფერენციის სამუშაო ენა:              ინგლისური და ქართული



იხილეთ ვრცლად: GEO, ENG;
« იხ. ყველა ანონსი