2017-07-15
საერთაშორისო სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დღისადმი მიძღვნილი მე-5 სამეცნიერო კონფერენცია
15 ივლისს, 10.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი საერთაშორისო სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დღისადმი მიძღვნილ მე-5 სამეცნიერო კონფერენციას გამართავს.
კონფერენციის ფარგლებში განსახილველი ძირითადი თემებია:აგრესია და ძალის გამოყენების საერთაშორისო სამართალი, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მუშაობის სპეციფიკა, საერთაშორისო დანაშაულები და საერთაშორისო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, საერთაშორისო სისხლის სამართალი და ადამიანის უფლებების სამართალი.
საერთაშორისო სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დღეს - 17 ივლისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი ყოველწლიურად აღნიშნავს.
მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 107-ე აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი