2017-05-25

ტიერი ბერიშვილის წიგნი „ქართული სოციალ-დემოკრატია 1880-1953: ძირითადი ორიენტირები“

25 მაისს, 16:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა ქართველ ხალხთა მეგობრობისა და კულტურის ფრანგული ასოციაციის პრეზიდენტის, ლევილის ქართული მამულის  მართვის საბჭოს წევრის ტიერი ბერიშვილის წიგნის  „ქართული სოციალ-დემოკრატია 1880-1953: ძირითადი ორიენტირების“ პრეზენტაციას გამართავს.

ორენოვანი წიგნი (ქართულ-ფრანგული) მკითხველს აცნობს ქართული სოციალ-დემოკრატიის ისტორიას, პოლიტიკური ბრძოლის გზასა და პოლიტიკურ ხედვებს. წიგნის ქართული გამოცემა მოამზადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკამ. ტექსტი ფრანგული ენიდან ქართულად თარგმნა ქეთევან ქუსიკაშვილმა. წიგნი გამოიცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობის მიერ.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. #1.  თსუ I კორპუსი, ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სახელობის სამკითხველო დარბაზი.


« იხ. ყველა ანონსი