2016-11-04
„ვეფხისტყაოსანი და მისი ადგილი მსოფლიო მწერლობაში. თანამედროვე ინტერპრეტაციები“
4 ნოემბერს, 11:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის
ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას
„ვეფხისტყაოსანი და მისი ადგილი მსოფლიო მწერლობაში. თანამედროვე ინტერპრეტაციები“ გახსნის. კონფერენცია „ვეფხისტყაოსნის“ შექმნიდან 850-ე
საიუბილეო წლისთავს ეძღვნება და მიზნად ისახავს ქართველი კლასიკოსი მწერლის
შემოქმედების გააზრებას მსოფლიო ლიტერატურული პროცესების ჭრილში, აგრეთვე
მისი თანამედროვე წაკითხვების გაცნობას.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს 56 მეცნიერი მსოფლიოს რვა სხვადასხვა ქვეყნიდან (საქართველო, აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იაპონია, რუსეთი, ბულგარეთი, აზერბაიჯანი). ღონისძიებაზე ლიტერატურის ინსტიტუტის რამდენიმე სამეცნიერო გამოცემის წარდგინება გაიმართება.
საერთაშორისო კონფერენცია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ტარდება.
მისამართი:მაყაშვილის ქ. 32/34,სასტუმრო „ბეტსის“ საკონფერენციო დარბაზი
« იხ. ყველა ანონსი