2012-12-28

„სურგულაძისა და ნანეიშვილის პოლემიკის“ პრეზენტაცია

28 დეკემბერს, 16:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის გამოცემის – „სურგულაძისა და ნანეიშვილის პოლემიკის“ პრეზენტაცია.
წიგნში ქართული სამართლის კლასიკოსების იროდიონ სურგულაძისა და გიორგი ნანეიშვილის წერილებია შესული. ნაშრომები მე-20 საუკუნის ოციან წლებშია შესრული და საბჭოთა პერიოდის განმავლობაში მიუღებელ ლიტერატურად ითვლებოდა.
წიგნი განკუთვნილია იურისტების, ფილოსოფოსების, სამართლის თეორიის, ფილოსოფიისა და სოციოლოგიის საკითხებით დაინტერესებულთათვის .
პრეზენტაციაზე დარიგდება წიგნები. დასწრება თავისუფალია.

მისამართი:  ი. ჭავჭავაძის №1, თსუ პირველი კორპუსი, 115–ე აუდიტორია (პეტრე მელიქიშვილი სახელობის აუდიტორია)



« იხ. ყველა ანონსი