2018-11-13

შეხვედრა შვედეთის მთავრობის სტიპენდიებთან დაკავშირებით

13 ნოემბერს, 13.00 საათზე შვედეთში სწავლასთან დაკავშირებით თსუ სამივე საფეხურის სტუდენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება. პროექტი ხორციელდება საქართველოში შვედეთის კურსდამთავრებულთა ქსელის ორგანიზებით. საინფორმაციო შეხვედრაზე საუბარი შეეხება საქართველოს მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი შვედეთის მთავრობის სტიპენდიებს, სააპლიკაციო პროცესს და შვედეთში სწავლის უპირატესობას.
 
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 101-ე აუდიტორია.



« იხ. ყველა ანონსი