2017-10-20

მემორანდუმი თსუ-სა და "ევროკავშირი - საქართველოს ბიზნეს საბჭოს’’ შორის

20 ოქტომბერს, 11:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ,,ევროკავშირი - საქართველოს ბიზნეს საბჭოს’’(EUGBC) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება, რომელსაც ხელს თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე და ,,ევროკავშირი - საქართველოს ბიზნეს საბჭოს’’ გენერალური მდივანი ზვიად ჭუმბურიძე მოაწერენ.

მემორანდუმის თანახმად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები ბიზნეს საბჭოში სტაჟირების პრაქტიკულ კურსს გაივლიან და ჩაერთვებიან EUGBC-ის პროექტების ორგანიზება-განხორციელების პროცესში. მემორანდუმი, ასევე, ითვალისწინებს ორმხრივ თანამშრომლობას საგანმანათლებლო საკითხებში, რაც სტუდენტებისთვის აქტუალურ საკითხებზე, მათ შორის ევროპასთან ვაჭრობის მიმართულებაზე თემატური ლექციების ჩატარებას გულისხმობს.

მემორანდუმის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ახალგაზრდა ეკონომისტების პროფესიული ზრდა და ქართულ ბიზნესსექტორთან მათი დაკავშირებაა.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 107-ე აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი