2010-06-04

ქართულ–პოლონური საერთაშორისო კონფერენცია თსუ-ში

4 ივნისს, 10:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კონფერენციას სახელწოდებით "რომანტიზმი და თანამედროება; ქართულ-პოლონური ურთიერთობების სათავეები და პერსპექტივები" უმასპინძლებს. კონფერენცია საქართველოს პოლონელთა კულტურულ-საგანმანათლებლო  კავშირ "პოლონიას" მოღვაწეობის 15 წლის იუბილეს ფარგლებში იმართება.  მასშტაბური კონფერენცია პოლონურ-ქართულ პოლიტიკურ, ისტორიულ, ლიტერატურულ და კულტურულ ურთიერთკავშირებს ეძღვნება. 200–წლიანი ურთიერთობის ტრადიციასა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მოხსენებებით ქართველ მეცნიერებთან ერთად პოლონეთის წამყვანი სპეციალისტები  პროფესორი ვიოცეხ მატერსკი, პროფესორი იან მალიცკი და პროფესორი დანუტა ოსოვსკა წარსდგებიან.

საქართველოს პოლონელთა კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი "პოლონია" თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1995 წელს დაარსდა. უნივერსიტეტის პროფესორის მარია ფილინას ხელმძღვანელობით 15 წლის განმავლობაში კავშირმა თსუ-ს ბაზაზე, საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოსთან და პოლონეთის რესპუბლიკის სენატთან ერთად,  7 სამეცნიერო კონფერენცია ჩაატარა, რომლებშიც საქართველოს და პოლონეთის უნივერსიტეტების, მეცნიერებათა აკადემიების,  კონსერვატორიების, სამხატვრო აკადემიების წამყვანი მეცნიერები, მწერლები და კულტურის სხვა მოღვაწეები მონაწილეობდნენ.

კონფერენციის გახსნას თსუ–ს რექტორი, პროფესორი გიორგი ხუბუა და პოლონეთის ელჩი საქართველოში ურშულა დოროშევსკა დაესწრებიან.



თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მის: ჭავჭავაძის №3
ტელ: 22 23 91;  36 88 50
ელ.ფოსტა: tsupr@tsu.ge

« იხ. ყველა ანონსი