2011-11-22

„აშშ-სა და ინდოეთის ურთიერთობები ცივი ომის დროს და შემდგომ პერიოდში“

სამშაბათს, 22 ნოებერს, 16:00 საათზე თსუ-ს ამერიკის შესწავლის ინსტიტუტი და ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაცია გიწვევთ პრეზენტაციასა და დისკუსიაზე „აშშ-სა და ინდოეთის ურთიერთობები ცივი ომის დროს და შემდგომ პერიოდში“

მომხსენებელი: რატან ლალ ჰაგლუ, ჰაიდარაბადის უნივერსიტეტის პროფესორი (ინდოეთი)

მისამართი: თსუ-ს II კორპუსი, ჭავჭავაძის 3, ოთახი №165 (სამუშაო ენა ინგლისური)

პროფესორი რატან ლალ ჰანგალუ იყო ჰაიდარაბადის უნივერსიტეტის(ჰაიდარაბადში) ისტორიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; სტუდენტების კეთილდღეობის ფაკულტეტის დეკანი; პენჯაბის ცენტრალური უნივერსიტეტის(ბატინდაში) მსოფლიო ხალხების ურთიერთობების, შედარებითი ლიტერატურის, ენეთმეცნიერებისა და კულტურის სკოლის დეკანი. მისი ვებგვერდია http://www.rlhangloo.com/


ENG 
« იხ. ყველა ანონსი