2011-12-26

საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა

26 დეკემბერს, 16.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები აწყობენ საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვას. წარმოდგენილი იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და მიუსაფარ ბავშვთა ხელნაკეთი ნივთები.
შემოსული თანხა მოხმარდება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კავშირისა და ფონდ “კარიტასი - საქართველოს“ წევრთა სოციალური პირობების გაუმჯობესებას და მათთვის საჭირო ინვენტარის შეძენას.
გამოფენა-გაყიდვა გაგრძელდება 21.00 საათამდე.

მის.: სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტი“; თავისუფლების მოედანი #4.
          საკონტაქტო პირი თამარ ჭუმბურიძე 598 28 08 56
« იხ. ყველა ანონსი