2017-06-23

"გერმანული ენის გრამატიკა"-წიგნის პრეზენტაცია

23 ივნისს, 16:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ცისანა კვერნაძე-მიქაძის წიგნის:,,გერმანული ენის გრამატიკა’’ პრეზენტაცია გაიმართება.

გერმანული ენის გრამატიკის სრული კურსი გათვალისწინებულია გერმანული ენით დაინტერესებული ნებისმიერი ქართულენოვანი ადამიანისთვის. აგებულია პრინციპით – უმარტივესიდან ურთულესისაკენ. წესები ახსნილია ქართულ ენაზე, ყოველი თემის ბოლოს მოყვანილია სქემები, განმარტებული და მაგალითებით განმტკიცებული, მასალის მთლიანობაში აღსაქმელად.

დამსწრე საზოგადოებას ადგილზე შეუძლია დაათვალიეროს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მიერ მომზადებული  გამოფენა სახელწოდებით: ,,გერმანული კულტურა და მეცნიერება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში’’.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი.


« იხ. ყველა ანონსი