2016-04-05

სტიქიის დროს დაზიანებული თსუ-ს ლაბორატორია 10 თვეა მერიისგან სამშენებლო ნებართვას ითხოვს

5 აპრილს, 15:00 საათზე თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტი მდინარე ვერეს ხეობაში 2015 წლის 13 ივნისის სტიქიურ პროცესთან დაკავშირებით საველე ლექციას გამართავს. ღონისძიებას თსუ სტუდენტები, პედაგოგები, კურსდამთავრებული გეოგრაფები, სკოლის მოსწავლეები დაესწრებიან.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდება ჰიდრო-მეტეოროლოგიური ლაბორატორიის აღდგენის პრობლემებზე. დღეისათვის სასწავლო პროცესი ლაბორატორიაში შეჩერებულია, სტუდენტები ვერ ერთვებიან საველე კვლევებში და ნახევარსაუკუნოვანი ისტორიის მქონე სამეცნიერო-სასწავლო ლაბორატორია 10 თვეა აღდგენას ელოდება. განათლების სამინისტრომ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და აგრეთვე თსუ-ს თანამშრომლებმა საკუთარი დანაზოგებიდან უკვე გამოყო გარკვეული თანხა, თუმცა პროცესს თბილისის მერიიდან სამშენებლო ნებართვის გაცემა აფერხებს. გეოგრაფიის დეპარტამენტის სასწავლო პროცესის წარმართვისთვის აუცილებელია ლაბორატორია თსუ-ს საკუთრებაში ასებულ ტერიტორიაზე განთავსდეს, რადგან სტიქიურად საშიშ მდინარეზე რეგულარულად მიმდინარეობდეს სამეცნიერო დაკვირვებები; სტუდენტები მუდმივად სწავლობდნენ სტიქიური პროცესების კვლევის თანამედროვე და ტრადიციულ მეთოდებს; აგრეთვე ამ სასწავლო-კვლევით ლაბორატორიაში კვლავ გაგრძელდეს სამეცნიერო შრომების მომზადება საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო დისერტაციებისათვის; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტში საჭირო განათლება მიიღონ სტუდენტებმა, რომლებიც შემდგომში საქართველოს სტიქიური პოცესების კვლევაში ჩაერთვებიან და 2015 წლის 13 ივნისის მსგავსი კატასტროფების თავიდან აცილება უფრო ეფექტური და შედეგიანი გახდება.

მისამართი: გივი სავანიძის ქუჩა N 9ა














« იხ. ყველა ანონსი