2016-11-11

შეხვედრა მწერალ ლია ლიქოკელთან

11 ნოემბერს, 17:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება შეხვედრა ახალგაზრდა მწერალთან - ლია ლიქოკელთან. შეხვედრაზე მწერალი ისაუბრებს მის ბოლო წიგნზე ,,გოგოობის კანონი’’ და სხვა ნამუშევრებზე.

ლია ლიქოკელი 2014 წელს გახდა ლიტერატურული პრემია „საბას” გამარჯვებული ნომინაციაში „წლის საუკეთესო დებიუტი” პოეტური კრებულისთვის „დევის ცოლის სიცილი”. 2014 და 2015 წელს გაიმარჯვა ლიტერატურულ კონკურსში “წერო” მოთხრობებისთვის “წყლის პირას, მურყნის ჭალაში” და “ხეების გამტყავებელი სანადიროდ მიდის". 2016 წელს მიიღო წინანდლის პრემია პოეზიის ნომინაციაში.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ. #1, თსუ პირველი კორპუსი, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი
« იხ. ყველა ანონსი