2011-11-18

დოქტორი სარა ნურ ილდიზის საჯარო ლექცია თსუ–ში

18 ნოემბერს, 16:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტამბოლის აღმოსავლეთის ინსტიტუტის (Orient-Institut Istanbul) დოქტორი სარა ნურ ილდიზი (Dr. Sara Nur Yildiz) წაიკითხავს მოხსენებას თემაზე: „სულთანი ირთავს ქართველ პრინცესას: დინასტიათშორისი ქორწინება, ბაგრატიდების პრესტიჟი და სელჯუკთა სასულთანო XIII საუკუნის შუა ხანებში" (The Sultan Weds a Georgian Princess: Inter-Dynastic Marriage, Bagratid Prestige, and the Seljuk Sultanate in the Mid-13th Century).

მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის VIII კორპუსი,  II სართული, ოთახი  №220
« იხ. ყველა ანონსი