ლექსიკოგრაფიის ევროპული სამაგისტრო პროგრამის კონსორციუმის (EMLex) ვიზიტი
10 ოქტომბერს, 09.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება კონფერენცია და დისკუსია მრგვალ მაგიდასთან თემაზე: „ლექსიკოგრაფია გზის გასაყართან“.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 8-10 ოქტომბერს, უმასპინძლებს ლექსიკოგრაფიის ევროპული სამაგისტრო პრპოგრამის კონსორციუმის (EMLex – European Master in Lexicography, Erasmus Mundus) შეხვედრასა და კონფერენციას.
რვა ევროპული უნივერსიტეტის კონსორციუმის მიერ შემუშავებული უნიკალური სამაგისტრო პროგრამა (EMLex – European Master in Lexicography, Erasmus Mundus) 10 წელზე მეტია წარმატებით ასწავლის ლექსიკოგრაფიას სტუდენტთა საერთაშორისო კონტინგენტს და გასცემს ერთობლივ დიპლომს, რვა უნივერსიტეტის რექტორების ხელმოწერით . უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიული ცენტრი კონსორციუმის ასოცირებული წევრი 2017 წელს გახდა . თსუ ლექსიკოგრაფიული ცენტრი ჩართულია სწავლების პროცესში, პროგრამაზე კი უკვე სწავლობს ქართველი სტუდენტი სრული ევროპული დაფინანსებით.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 212-ე აუდიტორია.