2013-04-15

თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და გამომცემლობა "საუნჯეს" შორის

15 აპრილს, 11.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გამომცემლობა „საუნჯეს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმს თსუ რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი და გამომცემლობის დირექტორი ვაჟა წოწკოლაური მოაწერენ ხელს.

ხელშეკრულების თანახმად, გამომცემლობა „საუნჯე“ ყველა საინტერესო ახალი გამოცემის თითო ეგზემპლარს გადასცემს უნივერსიტეტს; თსუ სტუდენტებისა და პერსონალისთვის წიგნების გამოფენა-გაყიდვას მოაწყობს სპეციალური ფასდაკლებებით. უნივერსიტეტი ორგანიზებას გაუწევს გამომცემლობის ახალი გამოცემების პრეზენტაციას.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი,  თსუ ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სახელობის მცირე სამკითხველო დარბაზი

« იხ. ყველა ანონსი