2016-11-18

პროფესორ სტივენ ჯონსის საჯარო ლექცია ,,კლასიდან ნაციამდე’’

18 ნოემბერს, 18:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება მაუნტ ჰოლიოკის კოლეჯის პროფესორის სტივენ ჯონსის საჯარო ლექცია სახელწოდებით „კლასიდან ნაციამდე“. ლექცია შეეხება XIX-XX საუკუნის მიჯნაზე საქართველოში წარმოშობილ სოციალურ-პოლიტიკურ მოძრაობებსა და მათ გამოძახილებს, ქართულ სოციალ-დემოკრატიასა და მისი პოლიტიკური საქმიანობის შედეგებს. ღონისძიება გაიმართება საჯარო ლექცია-დისკუსიათა ციკლის - „მრავალპარტიულობა და იდოლოგიური პლურალიზმი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში“ ფარგლებში.

ღონისძიების სამუშაო ენა იქნება ქართული. ლექციის შემდეგ გაიმართება დისკუსია. დასწრება თავისუფალია.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზირი №1, თსუ, I კორპუსი, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი

« იხ. ყველა ანონსი