2016-07-07

ნორჩ ჰუმანიტართა ზაფხულის სკოლა

7-10 ივლისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი უმასპინძლებს ნორჩ ჰუმანიტართა ზაფხულის სკოლას. ზაფხულის სკოლა იმუშავებს 3 დღის განმავლობაში. საჯარო და კერძო სკოლების უფროსკლასელ მოსწავლეებს ლექციებს წაუკითხავენ როგორც თსუ-ის პროფესორები, ასევე მოწვეული სპეციალისტები და ცნობილი საზოგადო მოღვაწეები. ზაფხულის სკოლას მისასალმებელი სიტყვით გახსნის თსუ რექტორი, პროფესორი დარეჯან თვალთვაძე, მოსწავლეებს მიესალმებიან თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ნანა გაფრინდაშვილი და საბავშვო უნივერსიტეტის ხელმძღვანელი, ქალბატონი მარინა ლომოური.

10 ივლისს, 12.00 საათზე, ნორჩ ჰუმანიტართა სკოლის 2015-2016  სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატებს გადასცემს თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ნანა გაფრინდაშვილი.

ზაფხულის სკოლაში დასწრება თავისუფალია და არ საჭიროებს დარეგისტრირებას.

« იხ. ყველა ანონსი