2018-09-26

ვორქშოპი „ახალი ტექნოლოგიები კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციისთვის: იტალიური გამოცდილება“

26 სექტემბერს, 10.00 საათზე საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაიმართება ვორქშოპი „ახალი ტექნოლოგიები კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციისთვის: იტალიური გამოცდილება,“ რომელსაც თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანტონიო ბარტოლი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე დაესწრებიან.  ვორქშოპის თემაა „იმერსიული გამოფენები და თხრობის ხელოვნება: საზოგადოების ჩართვა და წარსულისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭება“.

ვორქშოპებს გამართავენ ცნობილი იტალიელი მეცნიერები მარკო კაპელინი, ჯორჯო ჯენტა, რენატო საპორიტო, ლაურა ლონგო და რობერტო სკოპინიო. იტალიელი სპეციალისტები ქართველ მსმენელებს გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას ახალი ტექნოლოგიების შესაძლებლობაზე  კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციის საქმეში. ვირტუალურ და ინტერაქტიულ ტექნოლოგიებს მნიშვნელოვანი ცვლილება შეაქვს მუზეუმების მოწყობაში. ახალი ტექნოლოგიები ეხმარება დამთვალიერებლებს, უკეთ აღიქვან ხელოვნების ნიმუშების კულტურული და ესთეტიკური ღირებულებები.

ვორქშოპი მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება.

მისამართი:ფურცელაძის ქ.3ა (რუსთაველის გამზირი), საქართველოს ეროვნული მუზეუმი




« იხ. ყველა ანონსი