2016-02-12

თანამშრომლობის მემორანდუმი

12 თებერვალს, 12:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქ.თბილისის მერიის ა(ა)იპ „სამართლებრივი დახმარებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის მუნიციპალური ცენტრი“-ს პროექტი „იურიდიული კლინიკა - ჩემი ადვოკატი“ და ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერენ ხელს.

მემორანდუმის ფარგლებში უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტები, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში პრაქტიკულ კურსს იურიდიულ კლინიკა - ჩემ ადვოკატში გაივლიან, სადაც სტუდენტები  მოქალაქეებს, ორგანიზაციის ტრენერ-ადვოკატების ზედამხედველობით  სამართლებრივ დახმარებას გაუწევენ.  კურსის ფარგლებში ტრენერ-ადვოკატთან ერთად,  როგორც სასამართლო ისე თვითმმართველობის ორგანოებში წარმომადგენლობას განახორციელებენ. პრაქტიკული კურსი 4 თვეს მოიცავს.   

კურსის მიზანია მაგისტრანტს  საშუალება მისცეს, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში, მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენოს. დამოუკიდებელი მუშაობის ფარგლებში სტუდენტი განახორციელებს სამართლებრივი ბაზისა და სასამართლო პრაქტიკის მოძიებასა და ანალიზს.

შეგახსენებთ, რომ ქ.თბილისის მერიის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი 2009 წელს „თბილისელების ადვოკატი“ დაარსდა, რომელმაც 2015 წლის მაისსში რეორგანიზაცია განიცადა და ა(ა)იპ „სამართლებრივი დახმარებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის მუნიციპალური ცენტრი“ გახდა.

ცენტრის მთავარ მიზანს, საქართველოს მოქალაქეებისათვის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში უფასო იურიდიული დახმარების გაწევა წარმოადგენს.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.3, თსუ მეორე კორპუსი, 135-ე აუდიტორია.
« იხ. ყველა ანონსი