2018-11-20

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის შუალედური შედეგების პრეზენტაცია და სემინარი

20 ნოემბერს, 16:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის - „ესპანური ტოპონიმების, ანთროპონიმებისა და დარგობრივი ტერმინების (ლინგვისტურ-ლიტერატურულ, სამართლებრივ და საჯარო ადმინისტრაციის სფეროებში) დაზუსტება და ქართულ ენაში მათი გამოყენების ნორმების შემუშავება“  ფარგლებში სემინარი გაიმართება.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.36. თსუ V კორპუსი.

22 ნოემბერს, 16:00 საათზე, პროექტის შუალედური შედეგების პრეზენტაცია გაიმართება.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 212-ე აუდიტორია.

« იხ. ყველა ანონსი