2011-04-20

საჯარო ლექცია „სტრატეგია და მენეჯმენტი მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის“

20 აპრილს, 17.00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექციას წაიკითხავს ინჰოლანდის (ჰოლანდია) გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის პროფესორი ტიერკ ბუსტრა. საჯარო ლექციის თემაა – „სტრატეგია და მენეჯმენტი მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის.“  ტიერკ ბუსტრას ვიზიტი თსუ–ში 18–30 აპრილს გაიმართება. ვიზიტის მიზანია სალექციო კურსის წარმართვა სტრატეგიისა და მენეჯმენტის თემაზე. პროფესორ ბუსტრას ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია 2011–2012 სასწავლო წლისათვის განსახორციელებელი ერთობლივი ღონისძიებების განსაზღვრა.

მისამართი: უნივერსიტეტის ქ. 2, თსუ მე–10 (მაღლივი) კორპუსი, 206–ე აუდიტორია.
« იხ. ყველა ანონსი