2013-01-22

საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა

22 იანვარს, 15.30 საათზე ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ორგანიზებით  საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა გაიმართება.
საორგანიზაციო კომისიის წევრები საპარლამენტო უმრავლესობიდან, ოპოზიციური ფრაქციებიდან და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან საკონსტიტუციო ცვლილებებს  სტუდენტებსა და პროფესორებს წარუდგენენ და საკუთარ მოსაზრებებს გააცნობენ.
შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია.

მისამართი: თბილისი, თავისუფლების მოედანი №4, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტი“, წვეულებათა დარბაზი.  


« იხ. ყველა ანონსი