2012-04-11

საჯარო ლექცია „სოფლის მეურნეობის როლი ამერიკის ეკონომიკაში და თანამედროვე ტექნოლოგიები ამერიკის აგრარულ სექტორში“

11აპრილს, 16.00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრი ავთანდილ ქორახაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას „სოფლის მეურნეობის როლი ამერიკის ეკონომიკაში და თანამედროვე ტექნოლოგიები ამერიკის აგრარულ სექტორში.“ ღონისძიების ორგანიზატორია თსუ ამერიკის შესწავლის ინსტიტუტი და ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაცია.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის  გამზ. 3, თსუ მეორე კორპ, ოთახი #165
 

« იხ. ყველა ანონსი