2010-12-06

სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის მიერ ორგანიზებული საჯარო ლექციების ციკლის ფარგლებში თსუ–ის პროფესორი ჯოანა რეგულსკა ეწვევა



                                                     

           



პრეს-რელიზი
პროფესორ ჯოანა რეგულსკას საჯარო ლექცია

სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ორგანიზებული საჯარო ლექციების ციკლის ფარგლებში 6 დეკემბერს, 14.30 სთ-ზე თსუ-ს მეორე კორპუსში, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის ბიბლიოთეკაში (აუდიტორია №336) შედგება რათგერსის უნივერსიტეტის პროფესორის ჯოანა რეგულსკას საჯარო ლექცია თემაზე:

დისკუსია გენდერული იდენტობისა და პრაქტიკის შესახებ: იძულებით გადაადგილებული პირები საკუთარი თავის ძიებაში

ლექციაზე დასწრება თავისუფალია ყველა დაინტერესებული პირისთვის. სამუშაო ენა - ინგლისური.

ჯოანა რეგულსკა არის რათგერსის უნივერსიტეტის ქალთა კვლევისა და გეოგრაფიის დეპარტამენტის პროფესორი და ამავე უნივერსიტეტის საერთაშორისო პროგრამების დეპარტამენტის დეკანი; იგი არის OSF-HESP-ის აკადემიური მხარდაჭერის პროგრამის საერთაშორისო მკვლევარი.

პროფესორი რეგულსკა 2004 წლიდან თანამშრომლობს სოციალურ მეცნიერებათა ცენტრთან, როგორც თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინტერდისციპლინური სამაგისტრო პროგრამის ”გენდერის კვლევის” უცხოელი აკადემიური მრჩეველი. 2010 წლიდან იგი აგრეთვე არის სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის მიერ ადმინისტრირებული თსუ-ს საერთაშორისო, სადოქტორო პროგრამის „გენდერის კვლევის აკადემიური ხელმძღვანელი.

საჯარო ლექციებზე წარმოდგენილ საკითხებში პროფესორი ჯოანა რეგულსკა გამოხატავს მხოლოდ საკუთარ სამეცნიერო ხედვას. ლექციის შემდეგ გაიმართება დისკუსია.



GEO; ENG.
« იხ. ყველა ანონსი