2010-05-08

სტუდენტური კონფერენცია თემაზე: ”აღმოსავლეთის პარტნიორობის სოციალური და ეკონომიკური ასპექტები”

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტში 2010 წლის 8 მაისს გაიმართება მესამე სტუდენტური კონფერენცია თემაზე: ”აღმოსავლეთის პარტნიორობის სოციალური და ეკონომიკური ასპექტები”. კონფერენციას ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გიორგი ბარამიძე გახსნის.

ჩატარების ადგილი: ევროპული კვლევების ინსტიტუტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, II კორპუსი, მე-5 სართული, ოთახი 505
ჩატარების დრო: 11:00 - 14:00 საათი
სამუშაო ენა: ქართული და ინგლისური
« იხ. ყველა ანონსი