2012-04-13
სტუდენტ-არქეოლოგთა მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია ვარძიაში
13 აპრილს, 13.00 საათზე ვარძიაში ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიის მიმართულების ორგანიზებით გაიხსნება სტუდენტ-არქეოლოგთა მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია. კონფერენცია გამოჩენილი ინგლისელი არქეოლოგის, სტრატიგრაფიული მეთოდის ფუძემდებლის პიტ რივერსის ხსოვნას ეძღვნება. კონფერენციის ორგანიზატორია თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიის მიმართულების პროფესორი ვახტანგ ლიჩელი. კონფერენციის თავმჯდომარეა ოქსფორდის უნივერსიტეტის არქეოლოგიის მიმართულების პროფესორი მაიკლ ვიკერსი. თბილისის, ლოძის, ვარშავის, ინსბრუკის, ოქსფორდისა და მიჩიგანის უნივერსიტეტის სტუდენტები ღონისძიებაზე წარმოადგენენ სამეცნიერო თემებს - ორიგინალურ გამოკვლევებს, რომელიც ექსპედიციებში მონაწილეობასა და აღმოჩენების შეფასებას ეყრდნობა. კონფერენცია 15 აპრილამდე გასტანს.მისამართი: ასპინძის რაიონი, ვარძია
« იხ. ყველა ანონსი