2015-12-23

აკადემიკოს გიორგი ჩიტაიას 125 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა

23 დეკემბერს, 17:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიკოს გიორგი ჩიტაიას 125 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა "ალაზნის გაღმა... საქართველოში. ინგილოური ქსოვის ნიმუშები" გაიხსნება.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ისტორიული საქართველოს ძირძველ კუთხეში საინგილოში, კახის რაიონში (აზერბაიჯანი), ქრისტიან ქართველთა ოჯახებში შემონახული, 100-ზე მეტი ინგილოური ქსოვის ძველებური ნიმუშის ამ კუთხის მკვიდრის მალხაზ ნუროშვილის მიერ, უკანასკნელი 15 წლის მანძილზე გადაღებული და შეგროვებული ფოტოები, აგრეთვე  თბილისსა და კახის რაიონში საოჯახო კოლექციებში დაცული წინდები და ჯეჯიმები, ასევე საინიციატივო ჯგუფის მიერ საქართველოს ეროვნული მუზეუმისათვის გადასაცემად შეძენილი წინდები. გამოფენისთვის მომზადდა გზამკვლევი. თსუ-ს მუზეუმის საგამოფენო დარბაზი ექსპოზიციას 30 დეკემბრამდე უმასპინძლებს.

გამოფენა  ეწყობა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმისა და საქართველოს ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის გეოგრაფიული საზოგადოების  ორგანიზებით.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, მესამე სართული, საგამოფენო დარბაზი


« იხ. ყველა ანონსი