2011-05-03

სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის დირექტორის, პროფ. მარინე ჩიტაშვილის საჯარო ლექცია თემაზე: რა დარჩა ფროიდისგან 21-ე საუკუნეში?

პრეს-რელიზი

პროფ. მარინე ჩიტაშვილის საჯარო ლექცია

სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ორგანიზებული საჯარო ლექციების ციკლის გაზაფხულის სესიის ფარგლებში 3 მაისს 17.00 სთ-ზე თსუ-ს მეორე კორპუსში (IV სართული, აუდიტორია №402) შედგება სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის დირექტორის, პროფ. მარინე ჩიტაშვილის საჯარო ლექცია თემაზე:

რა დარჩა ფროიდისგან 21-ე საუკუნეში?

ლექციაზე დასწრება თავისუფალია ყველა დაინტერესებული პირისთვის. სამუშაო ენა - ქართული.

პროფ. მარინე ჩიტაშვილი 2005 წლიდან არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიის მიმართულების სრული პროფესორი. 2003-2005 წწ. ქალბატონი მარინე იყო ფსიქოლოგიის ფალულტეტის დეკანი. 2000-2003 წწ. პროფ.  ჩიტაშვილი იყო ფონდ ”ღია საზოგადოება საქართველოს” (OSGF) სოციალური მეცნიერებების მხარდამჭერი პროგრამის დირექტორი. 1995 წლიდან იგი მიწვეული იყო მკვლევრად ლუნდის უნივერსიტეტში (Lund University), თეოლოგიის ინსტიტუტში, რელიგიის ფსიქოლოგიის დეპარტამენტზე. 2005 წელს იგი გახლდათ თსუ-ს პრორექტორი აკადემიური პროგრამების განვითარების დარგში. 2007 წელს მიიღო Fullbright-ის სტიპენდია განათლების მენეჯმენტში სტენფორდის უნივერსიტეტში. 2011 წელს იყო მიწვეული მკვლევარი კემბრიჯის უნივერსიტეტში. 2003 წლიდან პროფ. ჩიტაშვილი არის სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის დირექტორი.

საჯარო ლექციაზე წარმოდგენილ საკითხებში დმიტრო ხუტკი  გამოხატავს მხოლოდ საკუთარ სამეცნიერო ხედვას. ლექციის შემდეგ გაიმართება დისკუსია.

GEO, ENG;
« იხ. ყველა ანონსი