2017-03-24
თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის დაარსებიდან 10 წლის საიუბილეო ღონისძიება
24 მარტს, 10:30 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი და იტალიის საელჩო საქართველოში რომის ხელშეკრულების ხელმოწერიდან 60 წლისა და თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის დაარსებიდან 10 წლის საიუბილეო ღონისძიებას "ევროკავშირი 60. ევროკავშირის წარსული, აწმყო და მომავალი" გამართავს.
ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორი ნინო ლაპიაშვილი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ნინო ბოლქვაძე, იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლი, ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იოჰანეს დუმა, საფრანგეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი დიდიე ლერუა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე კარლო ნატალე, პროფესორები, სტუდენტები დაესწრებიან.
საიუბილეო ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება გამოფენა "მტკიცე კავშირი, რომელმაც დროს გაუძლო", რომელიც ტექსტების, ფოტომასალებისა და დოკუმენტების მეშვეობით, ევროკავშირის ისტორიის ძირითად ეტაპებსა და უმნიშვნელოვანეს მიღწევებზე მოგვითხობს. ასევე, გაიმართება დისკუსია ევროკავშირის მომავალზე და საქართველოს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებაზე (DCFTA). დისკუსიის ბოლოს, თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის სტუდენტებს დიპლომები გადაეცემა.
მისამართი:შალვა დადიანის ქ. 2/1, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი
« იხ. ყველა ანონსი