2016-11-07

ქ.თბილისის მერია მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებს სერტიფიკატებითა და მადლობის სიგელებით დააჯილდოებს

7 ნოემბერს, 15:00 საათზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური წარჩინებულ მაგისტრანტებსა და მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სოციალურად დაუცველ სტუდენტებს სერტიფიკატებითა და მადლობის სიგელებით დააჯილდოებს.

მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური 2015 წლიდან ახორციელებს პროგრამას „წარმატებული სტუდენტების წახალისება“. აღნიშული პროგრამის ფარგლებში პირველ და მეორე ეტაპზე სტიპენდია მოიპოვა ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 149 წარჩინებულმა მაგისტრანტმა, ხოლო მეორე მესამე ეტაპზე სტიპენდია გადაეცემა 75 მაგისტრანტს.

სტიპენდიის მოპოვება შეუძლია თბილისში რეგისტრირებულ სტუდენტს, რომელიც არის ავტორიზებული უმაღლესი სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრანტი და 2015-2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის განმავლობაში გავლილ ყველა სალექციო კურსში მიღებული აქვს არანაკლებ 91-100 ქულა (A კატეგორია - ფრიადი). ქ.თბილისის მერია ასევე ახორციელებს სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების პროგრამას, რომლის ფარგლებშიც 80 სტუდენტს გადაეცემა მადლობის სიგელი.

მისამართი: ლ.გუდიაშვილის ქ.#7, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზი
« იხ. ყველა ანონსი