2017-06-19

სამეცნიერო კონფერენცია - კულტურის კვლევის მეთოდები II

22 ივნისს, ივანე ჯავახიშივლის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება სამეცნიერო კონფერენცია - კულტურის კვლევის მეთოდები II.

კონფერენციის ორგანიზატორები არიან ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოება.

მომხსენებლები  განიხილავენ როგორც კულტურის კვლევის მეთოდოლოგიურ საკითხებს, ისე იმ პრობლემატიკას, რომელიც დაკავშირებულია კულტურის ნაციონალიზმის, ურბანიზმისა და ეთნოლოგიის მიმართების ფართო სპექტრთან.

მისამართი: თსუ, ი. ჭავჭავაძის გამზ. #1, I კორპუსი, 202-ე აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი