2014-12-05

„ქვიშის ტალღები“ - პრეზენტაცია

5 დეკემბერს, 16.45 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება თსუ პროფესორის ვიქტორია ჯუღელის ლექსების კრებულის „ქვიშის ტალღები“ პრეზენტაცია.

„ქვიშის ტალღები” შეიცავს ქართულ და რუსულ ენებზე დაწერილ ლექსებს და რამდენიმე პროზაულ მინიატურას. მისი რედაქტორია პროფ. ნანა ტონია.

წიგნი ილუსტრირებულია მხატვარ სოფიკო ვარაზის მიერ საგანგებოდ ამ კრებულისათვის შექმნილი ილუსტრაციებით. მასში გამოყენებულია, ასევე, მხატვარ ლიკა ფავლენიშვილის მიერ 2001-2003 წლებში შესრულებული ნახატები. კრებული გამოსცა გამომცემლობამ ”სეზანი”. მისი დაკაბადონება და გარეკანის დიზაინი ეკუთვნის მხატვარ გეგა პაქსაშვილს. წიგნს ერთვის DVD, რომელზეც ჩაწერილია 11 ლექსი. მათგან ორს კითხულობს მსახიობი ზაზა იაქაშვილი, ცხრას კი ავტორი.

წიგნისა და DVD-ს შეძენა შესაძლებელი იქნება მხოლოდ პრეზენტაციაზე.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 13, თსუ მერვე კორპუსი, სააქტო დარბაზი

« იხ. ყველა ანონსი