2016-03-02

საჯარო ლექცია საქართველოში ოჯახში ძალადობის თემაზე

2 მარტს, 18:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სსიპ „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის" ორგანიზებით და ა.შ.შ-ს განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, გაიმარება საჯარო ლექცია ოჯახში ძალადობის საკითხებზე.

საჯარო ლექცია გაიმართება პროექტის „საქართველოში ოჯახში ძალადობის შემცირება“ ფარგლებში, ახალგაზრდობის ინტერესისა და ცნობადობის ამაღლების მიზნით. შეხვედრის მიზანია  ქალთა მიმართ ძალადობის თემების აქტუალიზაცია და ამ მიმართულებით ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება. ლექცია შეეხება ისეთ საკითხებს როგორიცაა: ქალთა მიმართ ძალადობის სოციალური შედეგები, სოციალურ მუშაკთა როლი, სახელმწიფოს პასუხი ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე, მსხვერპლი ქალების ტრანსფორმაცია თავშესაფარში მოხვედრიდან - ფანჯარა ახალ ცხოვრებაში.

საჯარო ლექციას წაიკითხავენ თამუნა ბარკალაია - ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დირექტორი; ირმა ალადაშვილი – ფონდის სამართლებრივი უზრუნველყოფის, საზოგადოებასთან და დონორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი; სალომე ნამიჭეიშვილი - საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის დამფუძნებელი, თსუ–ს სოციალური მუშაობის მიმართულებით ასისტენტ პროფესორი და ინდირა რობაქიძე - თბილისის ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების (თავშესაფარი) დირექტორი.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ დღის წესრიგი.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ. #1, თსუ, I კორპუსი, 107–ე აუდიტორია.

« იხ. ყველა ანონსი