2017-06-16

Bloomsday თსუ-ში

16 ივნისს, 20:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში გამომცემლობა „არტანუჯი“ დიდი ირლანდიელი მწერლის, ჯეიმზ ჯოისის სახელობის დღეს აღნიშნავს. ღონისძიება, რომელიც Bloomsday-ს სახელითაა ცნობილი, ჯოისის რომანის „ულისეს“ მთავარი გმირის – ლეოპოლდ ბლუმის სახელს უკავშირდება.

ღონისძიებაში მონაწილეობენ:გელა ჩარკვიანი, პაატა შამუგია, პაატა ჩხეიძე, დავით მაზიაშვილი, ანი კოპალიანი, ზვიად კვარაცხელია, მაია ჯიჯეიშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსის ეზო.
« იხ. ყველა ანონსი