2011-12-05

„ჯანსაღი ცხოვრების წესის კვირეული“

5-9 დეკემბერს, 15.00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის მედიცინის ფაკულტეტზე სტუდენტური ორგანიზაცია EMSA TSU-სა და სტუდენტური თვითმმართველობის განათლების დეპარტამენტის ორგანიზებით და საქართველოს ექიმთა ასოციაციის, ფონდის „სკოლა ცხოვრებისა“  და კომპანია ქოლგეით-პალმოლივის მხარდაჭერით ტარდება „ჯანსაღი ცხოვრების წესის კვირეული“. ღონისძიება 5 დღეს გრძელდება და გულისხმობს სხვადასხვა თემების ირგვლივ სამუშაო სემინარების ჩატარებას მოწვეულ საპატიო სტუმრებთან ერთად შემდეგ თემებზე: სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, პირის ღრუს პრობლემები, სიმსუქნე - 21-ე საუკუნის პრობლემა, სტრესი და მისი მართვა და ექსტრემალური სიტუაციები. ღონისძიებას დაესწრებიან სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები. თემების ირგვლივ დისკუსიათან ერთად იგეგმება წამახალისებელი გათამაშებები.

მისამართი: თსუ მეორე კორპუსი, 313-ე აუდიტორია ( 5 დეკემბერი,  მცირე საკონფერენციო დარბაზი ( 6-9 დეკემბერი).

« იხ. ყველა ანონსი