2015-12-11
პროფესორ იოჰანეს გროცკის ლექცია-ვორკშოპი
11 დეკემბერს, 16:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორ იოჰანეს გროცკის (Prof. Johannes Grotzky) ლექცია-ვორკშოპი „მედია სამუშაო ბაზარი - რა თვისებები და ცოდნა არის საჭირო სამსახურის მოსაპოვებლად“ გაიმართება.
პროფესორი იოჰანეს გროცკი-ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი, პუბლიცისტი, სამხრეთ ევროპის და რუსეთის მცოდნე, სლავისტი, ბამბერგის უნივერსიტეტის აღმოსავლეთევროპის მეცნიერებათა, კულტურისა და მედიის პროფესორი. დაიბადა 1949 წელს ჰილდესჰაიმში. 1983-1989 იყო ARD (გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლობის) კორესპონდენტი მოსკოვში, 1989 – 1994 –ARD-ს სამხრეთ ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი ვენაში. აშუქებდა ომს და კონფლიქტებს, მისი რესპონდენტები იყვნენ რომის პაპი, ჰილარი კლინტონი, მსტისლავ როსტროპოვიჩი და სხვ.
37 წელი მუშაობდა ბავარიის საზოგადოებრივ ტელემაუწყებელზე (Bayerischer Rundfunk), აქედან 12 წელი როგორც ხელმძღვანელი. 1996 წლიდან კითხულობს ლექციებს მიუნხენის და ბამბერგის უნივერსიტეტებში. 2014 წლიდან ბამბერგის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორია.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 8, თსუ VI კორპუსი, 303-ე აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი