2010-12-07

სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის ორგანიზებით თსუ-ს დოქტორ მეგან ბალარდი ეწვევა



                                                                                                

          


პრეს-რელიზი

დრ. მეგან ბალარდის საჯარო ლექცია

    სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ორგანიზებული საჯარო ლექციების ციკლის ფარგლებში 7 დეკემბერს, 17.00 სთ-ზე თსუ-ს მეორე კორპუსში, IV სართულზე, აუდიტორიაში №404, შედგება ფულბრაიტის პროგრამის მკვლევარის, დრ. მეგან ბალარდის საჯარო ლექცია თემაზე:

კონფლიქტის შემდგომ ქონების დაბრუნების საკითხი საქართველოში:
პოლიტიკური პრაგმატიზმი თუ ჰუმანიტარული მოსაზრებები

    ლექციაზე დასწრება თავისუფალია ყველა დაინტერესებული პირისთვის. სამუშაო ენა - ინგლისური.

    დრ. მეგან ბალარდი არის გონზაგას უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი. ფულბრაიტის პროგრამის ფარგლებში იგი ასწავლის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამერიკულ იურისპრუდენციას; ასევე იკვლევს კონფლიქტის შემდგომ პერიოდში ქონების განაწილებასთან დაკავშირებულ პრობლემატიკასა და საკითხებს.

    დრ. ბალარდმა დაამთავრა ვისკონსინის უნივერსიტეტი და მიიღო მაგისტრის ხარისხი იბერო-ამერიკულ კვლევებში. მან ასევე მიიღო დოქტორის ხარისხი კანონსა და გლობალიზაციაში. სხვადასხვა წლებში მუშაობდა ვისკონსინის უმაღლეს სასამართლოში, ასევე რამოდენიმე ამერიკულ იურიდიულ ფირმაში.

    დრ. ბალარდი არის სხვადასხვა სტატიების ავტორი კონფლიქტის შემდგომ ქონების დაბრუნებისა და კანონის დაცვის შესახებ.

    საჯარო ლექციებზე წარმოდგენილ საკითხებში დრ. მეგან ბალარდი გამოხატავს მხოლოდ საკუთარ სამეცნიერო ხედვას. ლექციის შემდეგ გაიმართება დისკუსია.


GEO ; ENG .
« იხ. ყველა ანონსი