2012-12-16

„მედიაცია საქართველოში, დღევანდელობა და პერსპექტივები“

16 დეკემბერს, 15:00საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ეროვნული კონფერენცია სამართალში თემაზე: „მედიაცია საქართველოში, დღევანდელობა და პერსპექტივები“.
კონფერენციის პირველ ნაწილში მედიაციის კლუბის წევრები წარადგენენ პრეზენტაციებს მედიაციის დღევანდელობასთან დაკავშირებით. განხილული იქნება საქართველოში დღეს მოქმედი ინსტიტუტები, სადაც უკვე დანერგილია მედიაცია.

მეორე ნაწილი დაეთმობა საქართველოში მედიაციის განვითარების პერსპექტივებს. ამ თემაზე კონკურსანტები გააკეთებენ საკონკურსო ნაშრომების პრეზენტაციას.

კონფერენციის ბოლოს ჟიური გამოავლენს სამი საუკეთესო ნაშრომის ავტორს. გამარჯვებული მონაწილეები დაჯილდოვდებიან სხვადასხვა ჯილდოებით.
კონფერენცია ტარდება თსუ დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის ( NCADR ) ეგიდით.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის №1, თსუ I კორპუსი, პ. მელიქიშვილის სახელობის აუდიტორია №115.

« იხ. ყველა ანონსი