2010-10-07
რადიო თავისუფლების პრეზიდენტი სტუმრად თსუ-ში
7 ოქტომბერს, 14:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს რადიო თავისუფალი/ევროპა რადიო თავისუფლების პრეზიდენტი დოქტორი ჯეფრი გედმინი ეწვევა. დოქტორი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე:
„თავისუფალი მედიის როლი დემოკრატიის განვითარებაში”.
ჯეფრი გედმინი სხვადასხვა დროს სათავეში ედგა ასპენის ინსტიტუტს (ბერლინი, გერმანია), American Enterprise Institute-ის (ვაშინგტონი, აშშ) ახალი ატლანტიკური ინიციატივის პროგრამას. დოქტორი არის ათობით პუბლიცისტური და ანალიტიკური სტატიის ავტორი აშშ-ის საგარეო პოლიტიკისა და სახალხო დიპლომატიის თემებზე, ასევე თანამედროვე საზოგადოებაში მასმედიის როლზე. მისი წერილები იბეჭდება აშშ-ისა და ევროპის ავტორიტეტიან პერიოდულ გამოცემებში. გედმინი ავტორია წიგნისა „ფარული ხელი: გორბაჩოვი და აღმოსავლეთ გერმანიის დასასრული“. მისი რედაქტორობით გამოიცა ესეების კრებული „ევროპის ინტეგრაცია და ამერიკის ინტერესი“.
მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი, I სართული, იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკა
« იხ. ყველა ანონსი