2015-12-12
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - ჯიქთა (ზიხების) ეთნიკური კუთვნილების პრობლემა და ჯიქეთი საქართველოს ისტორიაში
12 დეკემბერს, 10:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სსიპ ჩერქეზული (ადირეური) კულტურის ცენტრის ორგანიზებით გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - ჯიქთა (ზიხების) ეთნიკური კუთვნილების პრობლემა და ჯიქეთი საქართველოს ისტორიაში.
კონფერენცია ეძღვნება გამოჩენილი ქართველი ენათმეცნიერის პროფესორ გიორგი როგავას (1905-1990) 110 წლის იუბილეს , რომელიც 1958-1990 წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოღვაწეობდა. კონფერენციას გახსნის თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. #1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე (ივანე ჯავახიშვილის სახელობის) აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი