2012-05-17

ამერიკისმცოდნეობის XIII ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია: "შეერთებული შტატები და საქართველო: გუშინ, დღეს, ხვალ".

17 მაისს 11.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკის შესწავლის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება ამერიკისმცოდნეობის მეცამეტე ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენცია ,,შეერთებული შტატები და საქართველო: გუშინ, დღეს, ხვალ". კონფერენცია საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 20 წლისთავს ეძღვნება.
კონფერენციის მონაწილეებს მიესალმებიან  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში ჯონ რ. ბასი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე რუსუდან კერვალიშვილი, საგარეო საქმეთა
და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების წარმომადგენლები. .
სულ კონფერენციაზე 190 მოხსენება იქნება წარმოდგენილი. კონფერენციის  მუშაობის სამი დღის მანძილზე იმუშავებს  10 სექცია: აშშ და საქართველოს პოლიტიკური თანამშრომლობა, ქართველები ამერიკაში და ამერიკელები საქართველოში, აშშ-ის საგარეო პოლიტიკა, აშშ-ის საშინაო პოლიტიკა, ეკონომიკა, მრავალკურლტურული ამერიკა, ლიტერატურა, განათლება და მეცნიერება, კულტურა, არქიტექტურა, ჟურნალისტიკა,
ენა, მედიცინა, ქალთა და სოციალური საკითხები, კინომატოგრაფი.
კონფერენციის გახსნის დღეს, 17 მაისს,  18.00 საათზე თსუ სააქტო დარბაზში გაიმართება თბილისის საკონცერტო ორკესტრის (ბიგ-ბენდის ) კონცერტი

მისამართი: ი. ჭავჭავაზის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი
« იხ. ყველა ანონსი