2012-12-18

„ცხოვრება ტკივილის გარეშე“

18 დეკემბერს, 11.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  პალიატიური მზრუნველობის მხარდამჭერი საქველმოქმედო აქცია  - „ცხოვრება ტკივილის გარეშე“ გაიმართება. ღონისძიებას პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსი და ბიზნესკომპანიების წარმომადგენლები დაესწრებიან. საქველმოქმედო კომიტეტი -ლალი მესხი, ნიკოლ ჟორდანია( „ნოე ჯგუფი“) და ლენა კილაძე („საქართველოს ამერიკელი მეგობრები“) მოხუცებულთა დასახმარებლად სტუდენტების მიერ შემოწირული თანხის გაზრდის  მიზნით ღონისძიებაზე ათზე მეტ კომპანიას იწვევს.
საქველმოქმედო აქცია „ცხოვრება ტკივილის გარეშე“  პალიატიური მზრუნველობის მხარდასაჭერად თსუ-ში 20-27 ნოემბერს საქველმოქმედო კვირეულით დაიწყო. კვირეული საქველმოქმედო კომიტეტისა და თსუ სტუდენტების საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით გაიმართა. სტუდენტებმა საქველმოქმედო შემოწირულობების ყუთები თსუ სასწავლო კორპუსებში განათავსეს. სტუდენტების შემოწირულობით მოზიდული თანხა (321.75 ლარი) თბილისის ფერიცვალების მონასტერთან არსებული პალიატიური მზრუნველობის ცენტრს გადაეცემა. აღნიშნული 2003 წელს ჩამოყალიბდა, სადაც მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით 100-ზე მეტი  მოხუცებული იმყოფება.
სტუდენტთა მიერ ინიცირებული საქველმოქმედო ღონისძიებები მომავალ წელსაც გაგრძელდება. თსუ სტუდენტები შეხვედრაზე წარადგენენ იდეებს ამ მიმართულებით.


მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. №1, თსუ პირველი კორპუსი, პეტრე მელიქიშვილის სახელობის აუდიტორია   # 115




« იხ. ყველა ანონსი