2012-12-13

ჟურნალის ,,Art info საქართველო“ პრეზენტაცია

13 დეკემბერს, 17.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა და შემოქმედებითი ჯგუფი ,,Art info საქართველო“  ახალი სახელოვნებო ჟურნალის  ,,Art info საქართველო“ პრეზენტაციას გამართავს.
ჟურნალი  ყოველთვიურად გამოვა და მასში როგორც თანამედროვე ქართული, ისე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ლიტერატურული პროცესები გაშუქდება.  ჟურნალის პირველ ნომერში წარმოდგენილი მასალები მოიცავს ხელოვნების თითქმის ყველა დარგს; მკითხველი გაეცნობა ცნობილი ავტორების ლაშა გახარიას, გიორგი საჯაიას, ზურაბ ლეჟავას, ლუდმილა ულიცკაისა, ფრანსუაზა საგანის, ანა გავალდას, ვილჰელმ შმიდის და სხვათა ნაწარმოებებს.
,,Art info საქართველოს“ მიზანია, ხელი შეუწყოს მთარგმნელობითი და კრიტიკულ-პუბლიცისტური მიმართულებების განვითარებას. ჟურნალის პირველ ნომერში  მკითხველი იხილავს საინტერესო და მრავალფეროვან თარგმანებსა და აქტუალურ კრიტიკულ წერილებს.
ჟურნალის რედაქციისა და შემოქმედებითი ჯგუფის წევრები ძირითადად ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები არიან.


მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზ, 1, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, ნიკო ცხვედაძის სახელობის აუდიტორია  №206 (ყოფილი 93–ე აუდიტორია).

« იხ. ყველა ანონსი