2018-02-20
„იტალიანისტიკის დღე თსუ-ში“
20 თებერვალს, 12:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ღონისძიება „იტალიანისტიკის დღე თსუ-ში“ გაიმართება, რომელსაც დაესწრებიან თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე და იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში - ანტონიო ენრიკო ბარტოლი.
შეხვედრაზე გაიმართება იტალიური მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამების მოკლე პრეზენტაცია, საუბარი იქნება იტალიის სახელმწიფოს სხვადასხვა ინიციატივებზე უმაღლესი განათლების მხარდაჭერის კუთხით - სტიპენდიებზე, გაცვლით პროგრამებზე და იმ შესაძლებლობებზე, რასაც იტალიური ენის ცოდნა აძლევს თსუ-ს სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტებს.
ღონისძიებაზე საზოგადოებას თსუ-სა და ბოლონიის უნივერსიტეტის ერთობლივი სადოქტორო პროგრამის განხორციელების შედეგებს გააცნობენ. თსუ არის ერთადერთი უნივერსიტეტი ამიერკავკასიაში, რომელმაც ევროპის პირველ და ძალიან პრესტიჟულ უნივერსიტეტთან ერთად დოქტორის ორმაგი აკადემიური ხარისხი მიანიჭა ჰუმანიტარულ მეცნიერებებში.
მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 107-ე აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი