2016-05-20

დოკუმენტური ფილმის, „მარტოობის ზღვარზე“ ჩვენება

20 მაისს, 17 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი გიწვევთ დოკუმენტური ფილმის, „მარტოობის ზღვარზე“ ჩვენებაზე.

ფილმში გადმოცემულია ქართულ-ოსური კონფლიქტისა და აგვისტოს ომის შედეგად მარტოდ დარჩენილი ქართველი და ოსი ადამიანების ტრაგიზმი.

ფილმის რეჟისორი: ნინო პოპიაშვილი
სცენარის ავტორი: ნაირა ბეპიევი
ოპერატორი: დავით სიმონიშვილი
მემონტაჟე: კახა ანდღულაძე

მისამართი: თსუ, ი. ჭავჭავაძის გამზ. #1, I კორპუსი, სააქტო დარბაზი
« იხ. ყველა ანონსი